პროექტის მთავარი იდეა : წელიწადის დროების ცვალებადობა,მათი გამომწვევი მიზეზები და ამ ცოდნის გამოყენება ტურისტული მარშრუტების დაგეგმისას .
პროექტის აქტუალობა მოსწავლეებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა წელიწადის დროების ცვალებადობის გამომ:წვევ მიზეზებზე,იმაზე თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ცოდნა რეალურ ცხოვრებაში.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ინფორმაციის მოძიება წელიწადის დროების ცვალებადობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სახადასვა კონტინენტებზე.მათი შედარება,გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება.
მონაწილეთა ასაკი: 15–18 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია წელიწადის დრობისა და მათი ცვალებადობის გამომწვევი მიზეზების შესახებ.იმის შესახებ თუ როგორ შიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ტურისტული მარშრუტების დაგეგმისას.გააკეთებენ შესაბამის პრეზენტაციას და გააცნობენ მას თანატოლებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელოები,ინტერნეტი,ტელევიზია,პერიოდული სამეცნიერო გამოცემები.კომპიუტერი,პროექტორი.
პრიექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად,თითო ჯგუფში საშუალოდ 4–5 ბავშვი.პირველ ჯგუფს ევალება ინფორმაციის მოძიება გეოგრაფიის კუთხით.მეორე ჯგუფი შეისწავლის ფიზიკასა და ქიმიასთან ამ მოვლენის კავშირს.მესამე ჯგუფი შეისწავლის წელიწადის დროების შესახებ დაწერილ ნაწარმოებებს და ნახატებს.ინფორმაციის მოძიების შემდეგ მოსწავლეები ახდენენ მის შეჯამებას და აკეთებენ პრეზენტაციას.აცნობენ მას სხვა მოსწავლეებს.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია,ფიზიკა,ქიმია,ინგლისური.მოსწავლეებს ეს პროექტი გაუგრმავებს ცოდნას,დაეხმარება მათ კოლექტიური მუშაობის უნარ–ჩვევების შეძენაში.განუვითარებთ მათ კომუნიკაციის უნარებს.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ბაკური თავაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tavadzebakuri@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:tavadzebakuri.blogspot.com
No comments:
Post a Comment